|
2019-04-23 16:00:51, 1656 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი გახარიასა და ხოშტარიაზე: კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ - ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე
„კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ, ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სესიაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. „როცა საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, აქ საერთო პოზიციების კონსოლიდაცია უნდა მოვახერხოთ. მესმის, რომ მათ ეს არ შეუძლიათ და ამის უნარ-ჩვევები, სამწუხაროდ, არ აქვთ, მაგრამ არის საკითხები, სადაც ჩვენ საერთო სახელმწიფო ინტერესები უნდა დავიცვათ. მათ შორის, როცა არის კითხვა დაისაჯონ თუ არ დაისაჯონ, პოლიციელი იყო თუ რიგითი მოქალაქე იყო, პანკისში იყო თუ სამტრედიაში იყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონი უნდა აღსრულდეს ყველგან“, - განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის, ყავაზე დაპატიჟების საკითხი მას შემდეგ გახდა პოლიტიკოსებში აქტუალური, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, მინისტრი პარლამენტში გამოცხადებულიყო, ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით უპასუხა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს მისი ნახვა სურთ, შეუძლიათ ყავაზე მიიპატიჟონ. მინისტრის ამ განცხადებას, "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მზად არის თავად მოუმზადოს გიორგი გახარიას ყავა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)