|
2019-04-23 13:45:40, 1680 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებაზე: გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა
"სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი არასდროს გაჩერებულა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უწყებისადმი მიმართვის საპასუხოდ განაცხადა. დავით სერგეენკომ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც უწყებამ სიღარიბის აღმოსაფხვრელად გადადგა. მისი განმარტებით, მრავაშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების გახუთმაგება და სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დასაქმების შემთხვევაში დახმარების შენარჩუნება სიღარიბის აღმოსაფხვრელად გადადგმული რეალური ნაბიჯებია. "სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი გამოწვევიდან ერთერთია, ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად. იქამდე, სანამ ერთი ოჯახი მაინცაა, ვისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობაა სრულყოფილად უზრუნველყოს თავისი შვილების მოთხოვნები, სტატისტიკაზე საუბარი ძალიან რთულია. თუმცა, ეს სტატისტიკა გარკვეულწილად ცალსახაა, რა ნაბიჯები გადაიდგა აქამდე და რა იგეგმება ამის შემდეგ. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვთა დახმარება, რომელიც მხოლოდ 10 ლარს ითვალისწინებდა, მართალია, 50 ლარი არნახული თანხა არაა, მაგრამ 2019 წლის პირველი იანვრიდან გახუთმაგდა. მეორე, მაგრამ არა მნიშვნელობით მეორე, ის, რომ სოციალური დახმარების ჯერ კიდევ შარშანდლამდე არსებული მეთოდოლოგია აქტიური დასაქმების დემოტივატორი იყო. თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი დასაქმებას გადაწყვეტდა, ხელფასის მიღების შემთხვევაში, მას სოციალური დახმარება ეხსნებოდა. ეს დემოტივატორი ბევრ ქვეყანას აქვს და მოგვარების მეთოდიც ცნობილია, რომელიც აი ახლა, პირველი იანვრიდან შემოვიღეთ: დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარება არ მოეხსნებათ, რომ ეს დემოტივატორი არ იყოს. ანუ, აქტიური ხელშეწყობა ამ კუთხით. რაც შეეხება ოჯახების აღწერას, ეს მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შიდა მეურნეობის შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასოდეს გაჩერებულა", - აღნიშნა მინისტრმა. ჟურნალისტებმა სერგეენკოს კითხვა ასევე მართვილში 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც მინისტრმა ასე უპასუხა: "რაც შეეხება ამ უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ როდესაც ოჯახი გლოვობს და როდესაც ეს ბავშვი ჯერ არ დაუკრძალავთ, ჩემგან ამაზე საუბარი არ იქნება სწორი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)