|
2019-04-22 16:32:30, 1260 ნახვა
რეგიონი
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს შეხვდა
24-30 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ვაქცინაციის ხელშეწყობა დაავადების პრევენციისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის. 2019 წლის კამპანია "ვაქცინაციის გმირებს" ეძღვნება - ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინაციის საშუალებით უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს. ვაქცინაციის გმირები არიან ჯანდაცვის თანამშრომლები, იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირები, ვაქცინატორები, მშობლები, რომლებიც დროულად ცრიან ბავშვებს, ყველა, ვინც დაინტერესებულია და იმუნიზაციის შესახებ ავრცელებს კვალიფიციურ ინფორმაციას ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ეს კონცეფცია არის მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის კამპანიის ნაწილი, რომელიც წელს იმართება დევიზით - "დავიცვათ ერთად: ვაქცინები მუშაობს!". საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს. კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე ვაქცინაციაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ. "მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ გადაამოწმონ თავიანთი აცრის სტატუსი და გამოტოვების შემთხვევაში ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა დაცული იქნენ როგორც თვითონ, ასევე ოჯახის წევრები და გარემო" - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აჭარის რეგიონში 2018 წელს ჩატარებული ვაქცინაციის შედეგები და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები. იმუნიზაციის ევროპული კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის, ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის, ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკისა და ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს ამცრელი კაბინეტების მედდებს სიგელი გადაეცათ. მადლობის სიგელი მიიღო: მარინა გურგენიძემ, ანტონინა ფომენკომ, მარინა გირკელიძემ, გულო ლორთქიფანიძემ. ჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უერთედება ევროპის იმუნიზაციის კვირეულს შემდეგი ღონისძიებებით: 23 აპრილი 10.30 საათი - შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) სტუდენტებთან და პროფესო-მასწავლებლებთან 12.00 საათი - შეხვედრა საზღვაო აკადემიის პროფესო-მასწავლებლებთან და კურსანტებთან 16.00 საათი - რადიო „კონტაქტში“ ასჯ წარმომადგენელი და მიწვეული პედიატრი 24 აპრილი 11.00 საათი - შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარატამენტში 25 აპრილი 15:00 საათი - შეხვედრა ევროკლუბის წევრებთან, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)