|
2019-04-17 12:08:06, 1275 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სტრატეგიის სამუშაო ვერსია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს. ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა. შეხვედრა საინტერესო დისკუსიით დასრულდა, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)