14:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 16:44:43, 1396 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის კინოთეატრში ხვალ ფილმების რეტროსპექტივა - „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში 12 აპრილს 19:00 საათზე გაიხსნება ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა".

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი რვა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იხილავს.

ღონისძიება იმართება საქართველოს ეროვნული არქივის, თბილისისა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობით. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, თბილისის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და რეტროსპექტივის კურატორი ნინო ძანძავა.

1950-იანი წლებში ფრანგულ კინოში გამოჩნდა რეჟისორთა ახალი თაობა, რომელთა ნაწილი პირდაპირ მიეკუთვნება „ახალ ტალღას" ან ასოცირებულია ფრანგული კინოს ნოვატორულ მიმართულებებთან. არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფრანსუა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, ჟან რუშის, ედგარ მორენის, ჟაკ რივეტის, კრის მარკერის, ანიეს ვარდას და სხვა რეჟისორთა ფილმები, რომლებმაც განსაზღვრეს საეტაპო ცვლილებები ფრანგულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინემატოგრაფში.

12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ნაჩვენები იქნება:

„ლიფტი ეშაფოტზე" (1957), „400 დარტყმა" (1959), „ერთი ზაფხულის ქრონიკა" (1960), „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის" (1961), „ჟიული და ჯიმი" (1961), „ზიზღი" (1963), „შეშლილი პიერო" (1965), „ვიეტნამისგან შორს" (1967).

სულ გაიმართება 16 სეანსი. დასწრება თავისუფალია.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics