|
2026-07-02 13:38:48, 2204 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას წარმოადგენს, ღონისძიებაში ადგილობრივი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსიტიტუტების 50-ზე მეტმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების განხილვასა და იმ ცოდნის გაზიარებაში, რომელიც ეკონომიკური განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა“. დისკუსია დაეთმო ფინანსური სექტორის და ეკონომიკური განვითარების ურთიერთკავშირს, ფინანსური სისტემების გავლენას ინვესტიციებსა და მდგრად განვითარებაზე. ასევე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ გარემოში ფინანსური სექტორის წინაშე დგას. დისკუსიის მონაწილეები ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა სეგმენტს წარმოადგენდნენ და საკითხი სხვადასხვა კუთხით განიხილეს, რომელშიც კომერციული ბანკების, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო კორპორაციის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პანელს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე გაუძღვა, ხოლო მომხსენებლები იყვნენ ვატო ბაბუნაშვილი (ლიბერთი, ბაზისბანკის ჰოლდინგი), გიორგი ბაქრაძე (პროკრედიტ ბანკი), დავით უტიაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკი), ირაკლი გაბრიაძე (საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია) და ჯოზეფ კაბოსკი (ნოტრდამის უნივერსიტეტი).
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)