|
2019-04-05 15:57:04, 1715 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე გოცირიძეზე - გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა დარღვევების აღკვეთა 2007 წელს სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას დეპუტატი რომან გოცირიძე გააკრიტიკა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მისთვის გასაკვირია, რატომ ვერ აღკვეთა 2007 წელს სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა (რომან გოცირიძე) მსგავსი დარღვევები. „სამ წელზე მეტია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მიკავია და ჩემი წინამორბედის საქმიანობა არასოდეს შემიფასებია. დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ეხლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ, როდესაც ბანკის კაპიტალის ადექვატურობა, ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს ასევე განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ, აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ. ასევე, ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა კოლეგამ, ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა ფართო საზოგადოება, რომელსაც ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერებულობას ვერ მოვთხოვთ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც თითქოს სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი თუ ეს ფული მიღებული წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით, ხოლო თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. თუ რა ქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამის თქმას ამ ტრიბუნიდან არ ვიკადრებ და შეფასება თქვენთვის მომინდია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)