|
2019-04-01 18:13:25, 1592 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე კანონიდან „ლიბერალიზმის“ ამოღებაზე: ესაა გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები თავისუფლებას დავაშოროთ
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის" წარმომადგენელი გიორგი მძვენიერაძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეხმაურება. მშვენიერაძის შეფასებით, ეს ცვლილება არის გააზრებული უარი, მომავალი თაობების ლიბერალური ღირებულებების რწმენით აღზრდაზე. "საქართველოს პარლამენტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებაზე მსჯელობს. საკითხში ცოტა სიცხადე რომ შევიტანოთ, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რატომ წერია ეს სიტყვა კანონში. კანონის თანახმად, ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, მოსწავლისთვის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორად ამ მიზნიდან ხდება სიტყვის "ლიბერალურის" ამოღება. ლიბერალური დემოკრატიის ცნება ქართველი კანონმდებლის მოგონილი რომ არ არის, მგონი ყველასთვის ცხადია. მისი შინაარსი რამდენიმე პრინციპს ეფუძნება, მათ შორის: შესაბამისად კანონიდან ამ სიტყვის ამოღება, არ არის უბრალო ტექნიკური ცვლილება, რომელიც ვიღაცის გაუაზრებელი ახირების გამო ხორციელდება. ეს არის გააზრებული უარი, მომავალი თაობების ზემოხსენებული ღირებულებების რწმენით აღზრდაზე, ღირებულებების, რომელსაც ხშირად დასავლურ ღირებულებებსაც ვეძახით და რომელიც ჩვენიცაა. ესაა გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები დავაშოროთ თავისუფლებას, რაგან თავად თავისუფლების იდეაა ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტი. თუ ვაჟა-ფშაველას დავესესხებით, "თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი." სწორედ სხვის ხელში სათამაშო ნივთების აღზრდისთვის ხდება ამ ცვლილების განხორციელება", - წერს მშვენიერაძე. ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)