|
2019-04-01 16:13:53, 1559 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე: ამ საქმის 3% მაინც რომ გამჟღავნდეს, ეს ქვეყანა თავზე დაექცევათ
„დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ამ საქმის 3 პროცენტი მაინც, რომ გამჟღავნდეს, თავზე დაექცევათ ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა. მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სინამდვილეში არანაირი გასაიდუმლოებული მტკიცებულება არ არსებობს. „ხალხის თვალში ვითომ რაღაც მტკიცებულებები აქვთ გასაიდუმლოებული, მაგრამ ლომჯარიამ რომ ჩაიხედოს საქმეში ნახავს, რომ სინამდვილეში იქ არაფერია. ფაქტებით შემიძლია დავადასტურო, რომ იქ ჩასახედი, გასაიდუმლოებული არანაირი საქმე არ არსებობს. მტკიცებულებები არ არსებობს. დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ამ საქმის 3 პროცენტი მაინც, რომ გამჟღავნდეს თავზე დაექცევათ ეს ქვეყანა. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ისევ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიას, ყველაფერი ნათლად ჩანს. მე მებრძვის პროკურატურა, პარლამენტი, ხელისუფლებაც მებრძვის და ივანიშვილიც. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს და ეს საქმე ჩაკლან. ეს არის ამათი პოზიცია, რომელზეც შეჯერდნენ, იმისთვის, რომ რამენაირად მიაღწიონ საპარლამენტო არჩევნებამდე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ცნობისთვის, ომბუდსმენმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც მოხვდა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)