|
2019-03-28 17:56:42, 1919 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1 აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სესხის აღებაში დაეხმარება. როგორც ქობულიამ აღნიშნა, მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება. "ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ქონება სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ აიღოს სესხი და განახორციელოს ბიზნესპროექტი. სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში" - აღნიშნა მინისტრმა. მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ოპერირებას და მონიტორინგს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ. „წელს პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი. სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელი იქნება" - აღნიშნა ქობულიამ გამართულ პრესკონფერენციაზე. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)