|
2019-03-27 18:17:32, 2005 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა და გენადი არველაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გენადი არველაძე მონაწილეობენ ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის მუშაობაში, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში მიმდინარეობს. კომიტეტი სხდომაზე განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას. სხდომაზე ასევე მიღებული იქნება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ განცხადება და რეკომენდაციები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები 28 მარტს მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მოსმენაში, რომელიც დაეთმობა საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებს. მოსმენისას ნათია თურნავა და გენადი არველაძე გააკეთებენ მოხსენებებს, რომლის შემდეგადაც უპასუხებენ კომიტეტის წევრების შეკითხვებს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროპარლამენტის წევრებისაგან. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
(NS)
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)