|
2019-03-27 12:31:53, 1408 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: ომბუდსმენის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების განხილვა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ეხებოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიერ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილის შესრულება მიმდინარე პროცესშია. „რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული. არ ყოფილა ისეთი საკითხი რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა გვქონდა. არის რაღაც წვრილმანი საკითხები, რომელიც ახლაც მიმდინარე ფაზაშია, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები არის შესრულებული. იყო რეკომენდაციები დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შესრულებულია. არაერთი ახალი იზოლატორი გავხსენით და გავარემონტეთ, თითოეულ დაკავებულზე 4 კვადრატული მეტრის მოთხოვნა, რომელიც ასევე წამების ევროპული კომიტეტის მოთხოვნაც იყო, ეს ნაწილიც შესრულებულია. იყო ცალკეული რეკომენდაციები ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად. ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციად გამოვყოფდი სტატისტიკური მონაცემების წარმოების გაუმჯობესებას, რაც გაუმჯობესებულია. იგულისხმება 112-ში შემოსული შეტყობინებები ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა იყო - ეს საკითხი მოვაგვარეთ. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ასევე, რისკის შეფასების ინსტრუმენტის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, ოჯახში ძალადობის საქმეებზე და ეს რეკომენდაციას უკვე შესრულებულია. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე იყო რეკომენდაცია და ყველამ კარგად იცის, აქ რამხელა პროგრესი გვაქვს. სამჯერ არის გაზრდილი მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები, 150-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული. კამერებთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები რომლებიც ასევე შესრულებულია, ეს არ იყო მხოლოდ სახალხო დამცველის რეკომენდაცია. როდესაც ჩვენ მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირველი რაც ვთქვით, რომ კამერებით უნდა მოგვეხდინა პოლიციის დაწესებულებების აღჭურვა. დეპარტამენტებში, განყოფილებებში, სამმართველოებში კამერები დამონტაჟებულია,ფუნქციონირებს. ახალი სამხრე კამერებით არიან აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები. არის რაღაც რეკომენდაციები რომელიც არის ნაწილობრივ შესრულებული, იმიტომ რომ მიმდინარე პროცესშია. მაგალითად იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა. ბუნებრივია 29-ვე იზოლატორში ერთ თვეში ვერ მოხერხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ ნაწილში უკვე გახსნილია, ნაწილში მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)