|
2019-03-25 15:30:40, 1462 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ტიკას“ ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, პირველ მოადგილესთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს, მაქბულე ქოჩაქს, თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შენგულ ილერსა და „ტიკას“ საქართველოს ოფისის კოორდინატორს, ნეჯლა დერმიდაგს უმასპინძლა. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ტიკას მიერ საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ისინი მზად არიან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ ახალი სასწავლო-პრაქტიკული პროგრამა, აჭარის რეგიონის სამედიცინო პერსონალის ჩართულობით. თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს ორგანიზებით, ხვალ, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს თურქი მედიკოსები ეწვევიან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით 2016-2017 წწ სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსს. დაწესებულება აღიჭურვა უახლოესი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით. აჭარის მთავრობას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა წარმატებული მაგალითებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია, მახინჯაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ამ დახმარებით, ყოველდღიურად ცენტრში 150-მდე შშმ ბავშვი რეაბილიტაციის კურსს ადაპტირებულ გარემოში გადის. სააგენტოს მხარდაჭერით ასევე აშენდა აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)