|
2019-03-19 16:38:20, 1606 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, აგრეთვე ის შესაძლებლობები, რომელსაც ქართული კომპანიები მიიღებენ მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შემთხვევაში. „ჩვენ დღეს ძალიან შედეგიანი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ შესაძლებლობები იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა კომპანიებმა მეტი პროდუქცია გაყიდონ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ქართველი მწარმოებლების წინაშე დღეს ბარიერს წარმოადგენს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. „ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებს დახმარებას, რომ ჩვენმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ხარისხის იმ სტანდარტებს მიაღწიოს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე დასაშვებად. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ადგილობრივ მეწარმეებთან, მივაწვდით სათანადო ინფორმაციას და დავეხმარებით წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზრებზე გასატანად“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკომისართან განიხილა, საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის ეფექტურობის ამაღლებას შეეხებოდა. „ჩვენ უნდა ავამაღლოთ საქართველოს ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, რომ ჩვენს მწარმოებელს კიდევ უფრო იაფი დაუჯდეს საქონლის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ევროპის ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. შეხვედრაზე განხილულ იქნა აგრეთვე ის გამოწვევები, რაც თან ახლავს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის არის იმ ლაბორატორიების ნაკლებობა, რომლებიც აუცილებელია ექსპორტზე გასატანი პროდუქციის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის განსახორციელებლად. „შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ სავაჭრო ურთიერთობები ჯანსაღია, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში არსებობს უზარმაზარი აუთვისებელი პოტენციალი. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქართულმა კომპანიებმა სრულად ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით“, - განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა.
(NS)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)