|
2019-03-19 15:38:41, 1496 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს ჩემს ყოფილ პარტიაში, ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა
„ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა ჩემს ყოფილ პარტიაში და ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“ დაამსგავსა“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდი დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გათავისუფლების საკითხის დაყენების გამო გააკრიტიკა. „ეს პროცესი იყო მოკლე, მაგრამ ბევრის მთქმელი. საზოგადოება უყურებს, რა სახე მიიღო პარლამენტმა. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდიოდეს, მის კოლეგას, რომელსაც მასზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს საპარლამენტო მუშაობის, უთხრას კოლეგიალობის, ქართული ზრდილობის - მადლობა, რომ ამ პროცესში თქვენ გააკეთეთ ბევრი რამ ქვეყნისთვის, ამის ნაცვლად ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა, რომ ცუდად მუშაობდაო, თან გალანძღა. პოლიტიკური სასჯელი ჰგონია ეხლა რომ გადააყენებს თანამდებობიდან და საერთოდ ვისაც თანამდებობაზე ყოფნა ჯილდო ჰგონია, ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“, ძალიან ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ეს არის ის, რაც მე პირადად მაწუხებს, იმ ადამიანს, რომელსაც არ შეიძლება მქონდეს გულრგილი დამოკიდებულება. ზვიად კვაჭანტირაძე ამ თანამდებობაზე იქნება თუ არა, იმ გადაწყვეტილების შემდეგ ხომ კარგად ესმის იმას, ვისაც უნდა ესმოდეს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნაბიჯი რომ გადადგა, იქ სხვა არჩევანი გააკეთა, მაგრამ თანამდებობას რომ სასჯელად ან შემაკავებელ ფაქტორად იყენებთ... რას დაამსგავსეთ ეს პარლამენტი ან ეს ქართული რეალობა და პოლიტიკა. ყალბი პათეტიკით ლაპარაკს თავი დაანებეთ ზოგიერთმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებს ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით. აქ ნუ ვაშკაცობთ, იქ გევაშკაცათ სადაც მართლა ვაჟკაცობის და თავდადების ფასი იყო გარეთ გამოსვლა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)