|
2019-03-16 14:22:08, 1654 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მისი ბინის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა. როგოც თალაკვაძე აღნიშნავს პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად საქმე ცხელ კვალზე გახსნა. „მოხდა ქურდობის ფაქტი. პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად ცხელ კვალზე გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ცნობილია ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებულია და მოპარული ნივთები ამოღებულია. ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და ქურდობის დროს სახლში არ ვიმყოფებოდით. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს. მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს. სხვა დეტალებს ამ მომენტში ვერ გეტყვით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)