|
2019-03-15 10:14:54, 1585 ნახვა
კომენტარი
მაია ბითაძე: ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მის გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავს
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მის გასხვისებას და ლანდშაფტური განაშენიანების გარდა, ნებისმიერი სხვა ტიპის მშენებლობის კატეგორიულად გამორიცხავს. „ბოტანიკური ბაღის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი. კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს ავრცელებს. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან მაღალი სტატუსი - ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც გამორიცხავს მის გასხვისებას და გარდა ლანდშაფტურისა, იქ რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას. ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომლის მსგავსიც თბილისში არ არსებობს თავისი იურიდიული სტატუსით. შესაბამისად, სრულიად გაუგონარია, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს. ბაღში არსებულ ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებასთან, არის მტკნარი სიცრუე. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა გენერალურ გეგმას და გადავიდნენ ტყუილების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან კომისიის სხდომაზე მათ, პრაქტიკულად, ძალიან მოიწონეს ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ. რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ლანდშაფტურ განაშენიანებას, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ყოველ წელს ხორციელდება და ის ბოტანიკური ბაღის განვითარებას ემსახურება. „ლანდშაფტური განაშენიანება ბოტანიკურ ბაღში ყოველ წელს მიმდინარეობს ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. მიმდინარე წელსაც ჩვენ ადმინისტრაციული შენობების მთლიანი რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ ბოტანიკურ ბაღს მივუერთეთ დამატებით 17 ჰა ტერიტორია, სადაც ველობილიკის მოწყობა იგეგმება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)