09:44 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 19:25:14, 1664 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, რომელიც იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, დასახელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის რეგიონს შორის, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. ქართულმა მხარემ შესთავაზა იაპონურ საავტომობილო კორპორაციას საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, ასევე რეგიონული ლოგისტიკური და სათაო ოფისის გახსნა.

შედეგად, Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ მანმა მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს საქართველოს მხარის შეთავაზება და ჩაატაროს კვლევა, რომლითაც განისაზღვრება იაპონური კორპორაციის სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზარზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics