|
2019-03-14 18:21:56, 1604 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: რუსეთი ქართველების მკვლელობას აგრძელებს - დროა, ხელისუფლებას შეცდომის გამოსწორება მოვთხოვოთ
"ირაკლი კვარაცხელია სწორედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რუსი სამხედროების გარემოცვაში დაიღუპა. ამიტომ დროა, ხელისუფლებას მოვთხოვოთ დაშვებული შეცდომის გამოსწორება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, რუსეთი ქართველების დევნას აგრძელებს. "12 მარტს გალის რაიონში რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა - საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელია უშუალოდ რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო ბაზაზე დაიღუპა. პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. მსურს მათ ამ მძიმე დროს სიმტკიცე ვუსურვო. თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ვალია დადგეს ამ ადამიანების გვერდით. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ქართველების დევნას, წამებასა და მკვლელობას. “ევროპული საქართველოს” ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაამტკიცა, რომლის მიზანი ყველა იმ სამხედრო თუ სამოქალაქო პირის გამოვლენა და დასჯაა, ვინც საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ სიაში დღემდე არ შეიყვანა ის რუსი სამხედრო და ოფიციალური პირები, ვინც ამ ყველაფერს სჩადიოდა და დღემდე სჩადის, ვისი პასუხისმგებლობაცაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებები. ირაკლი კვარაცხელია სწორედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რუსი სამხედროების გარემოცვაში დაიღუპა და ამიტომ, ახლაა დრო, მოვთხოვოთ ხელისუფლებას დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას რუსეთის სახელმწიფოს იმ სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების დამატება, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება დანაშაული. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მომავალში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და თანმდევი სანქციების, როგორც საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების, ასევე ამ სიაში ყველა დამნაშავე პირის შეყვანისთვის. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ნათესავებსა და ახლობლებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)