|
2019-03-13 22:19:08, 1551 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონო პატიმრობის დროს გარდაიცვალა
„ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. „გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც უარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რათა გვემტკიცებინა, რომ ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას. ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს. ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა, რადგან ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ციხელაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს, ისინი ირწმუნებიან, რომ კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო. "ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)