|
2019-03-12 15:13:19, 1421 ნახვა
კომენტარი
შემოსავლების სამსახურის უფროსი: კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა გაზრდილი არ არის
ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს, თუმცა კონტრაბანდის მასშტაბი არ არის გაზრდილი, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატება იწვევს კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის გაზრდის რისკს, თუმცა აღნიშნული საფრთხე გაანალიზებული აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ განსაზღვრულია ის რესურსიც, რითიც ხორციელდება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. „კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ციფრები რომელზეც ვსაუბრობთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, საქართველოში კონტრაბანდა არ არის გაზრდილი, ანუ არ არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტრაბანდის წილი ქვეყანაში არ სცდება 1-1.5%-ს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ვიცით ყველა ის წერტილი, მათ შორის, ბაზრებში, მაღაზიებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტები, მაგრამ კონტროლის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, ასევე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა, ცხადყოფს, რომ ადგილი არ აქვს კონტრაბანდის ორგანიზებულად შემოტანილ ფაქტებს. საქართველოს მასშტაბით, სიგარეტის მოხმარება დღეში 1 მილიონი კოლოფია. რამდენიმე ძალოვან უწყებასთან ერთად განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ამოღებული კოლოფების რაოდენობა დღის განმავლობაში არ აჭარბებს 1000 კოლოფს - ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივად, საგანგაშო სურათი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ ღონისძიებებს ან ვწყვეტთ ან არ ვაგრძელებთ. პირიქით, კონტროლის ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)