|
2019-03-12 12:24:36, 1638 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის I ეტაპი შეაჯამეს
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. პროექტის მონიტორინგის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საერთაშორისო ექსპერტი ტომას ნიკოლსონი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის შედეგები და განხორციელებული საქმიანობა, რომლის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში მომზადდება რეკომენდაციები. 2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა. დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით უკვე განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერთა და ტუბსამსახურების თანამშრომელთა ტრენინგი ტუბერკულოზის გამოვლენასა და მართვაში, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია, გათვალისწინებულია მონიტორინგი და ზედამხედველობა, დამყოლობის ხელშეწყობა ვიდეოს მეთვალყურეობით მკურნალობის (VOT) წარმატებული პრაქტიკის დანერგვით. გადმოგვეცა 3 ერთეული ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული პროტოკოლით ახორციელებს, რაც ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობაში: ტუბერკულოზის; C ჰეპატიტის; აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგს. აჭარის რეგიონში სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას. პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოკვლეულია 4448 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C-ჰეპატიტზე 86, აივ-ზე დასკრინული 4372 -დან 1 დადებითი, ხოლო 4705 პირიდან 534 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში. შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 245 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 97 პაციენტმა, განიკურნა - 64.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)