11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 11:14:06, 1653 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია - კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები ჩვენს მწარმოებლებს მეტ ბიძგს მისცემს

კორეაში ვიზიტის მეორე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრ ჰონგ ჯონგ-ჰაკისთან და  კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰისთან. ორივე შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერა წარმოადგენდა.

„ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ განვითარდნენ და თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული გაერთიანების მიერ  ორგანიზებულ ყოველწლიურ გამოფენაზე IGF (Import Goods Fair), რომელშიც მონაწილეობენ კორეელი „ბაიერები" და ფორმდება კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნების მწარმოებლებთან კორეულ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების კუთხით. კორეულმა მხარემ ქართველი მწარმოებლები წლევანდელ გამოფენაზე მოიწვია, რომელიც კორეაში ივნისში გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლები სხვადასხვა სექტორებიდან შეძლებენ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია. „პროფესიონალი „ბაიერები" შეარჩევენ პროდუქციას კორეაში იმპორტისთვის, პირველ რიგში, ლაპარაკია ღვინოზე, თაფლზე, უალკოჰოლო და  ალკოჰოლურ სასმელებზე და სხვ." - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროების ჩართულობით, კორეის იმპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა, რომლის დროსაც ისინი საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს შეისწავლიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics