|
2019-03-08 12:47:54, 1615 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე „ფრესკოს“ დამფუძნებელზე: განცხადება, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან, მძიმე ბრალდებაა, ეს ან უნდა დაადასტურო, ან პასუხი აგო
ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებითვის პასუხი უნდა აგო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის. პრემიერის თქმით, ყველა პირი ვინც მსგავს ბრალდებებს აჟღერებს შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა წარადგინოს.
"მე გიპასუხებთ იმ საკითხზე, რაც ეხება ვითომ ბიზნესზე ზეწოლას. ჩემთვის მთავარია ობიექტური კრიტერიუმები, ვინაიდან სამწუხაროდ, შეფასებებში ხშირად ვისმენთ როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებულ თუ დამახინჯებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ ჩვენს ქვეყანას მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად, მე დავასახელე doing business-ში მე-6 ადგილი, ბევრი სხვა რეიტინგი შემიძლია მაგალითად მოვიტანო ამისთვის, რომლებიც ობიექტურ კვლევებზე და გარემოებებზე დაყრდნობილი. ჩემთვის რეიტინგებსაც შინაარსობრივად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არის მექანიზმი, რომ დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ობიექტური კრიტერიუმი და არა ის, რომ ვიღაც განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოს. „ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ წამიკითხავს და არ მომისმენია. აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. თუმცა ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება. როცა ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო. ჩვენი ფილოსოფია არის ის, რომ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებას უმოკლეს ვადაში და ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)