12:29 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-03 12:16:09, 3550 ნახვა

სამხედრო
დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს

„გილოცავთ დედის დღეს! თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული დედა ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია“... - ასე მიულოცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე. 

დაღუპული სამხედროების მეგობრები მათ მშობლებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს.

„ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება“... - ასეთი იყო დაღუპული შვილების თანამებრძოლებთან თვალცრემლიანი დედების მისალმება. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული მსახური უსურვეს.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics