|
2019-02-28 17:07:54, 1542 ნახვა
კომენტარი
USAID-ის წარმომადგენელი TBC-ზე: ამან შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით ინვესტორების ხედვაზე გავლენა იქონიოს
USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვთარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესებმა შესაძლოა ინვესტორების გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიონ. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, USAID-ი ინვესტიციას არ დებს ამ პროექტში, ამიტომ არ ვისაუბრებ პორტთან დაკავშირებულ საქმეზე. მაგრამ ვიტყვი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის ნამდვილად ძალიან ძლიერი პარტნიორი, რომელიც იზიარებს ჩვენს ინტერესებს ამ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ღიად განაცხადა, რომ მსოფლიო თვალს ადევნებს თიბისის საქმეს და რა მოხდება ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოსთან დაკავშირებით ინვესტორების ხედვაზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს სანდო, უსაფრთხო პარტნიორი ინვესტირებისთვის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რაც მოხდება მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ამან შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ინვესტორების სურვილზე სამომავლო ინვესტიციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)