|
2019-02-26 11:55:00, 1311 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გავაღრმავოთ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას, რომელიც 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება, წელს საქართველო თავმჯდომარეობს. „საბჭოზე უმაღლეს დონეზე განხილული იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემის მოდერნიზაციას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ჩვენ განათლების სექტორში ვახორციელებთ, ასევე - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. შესაბამისად, ამ კონტექსტში ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაც და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ რეფორმებზეც, რომლებსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. „ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ახალი ინიციატივების გაჟღერებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს და ამ ინიციატივებზე 5 მარტს ვისაუბრებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)