2019-02-21 10:51:09, 1661 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე: მთელ ჩემს ენერგიას ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი
„მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.
ხაზარაძე იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ მომავალ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.
„მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - აცხადებეს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე: http://expressnews.com.ge/index.php?id=79160
ავტორი: ,