|
2019-02-20 18:06:40, 3810 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელის ჯარი საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს
ვენესუელის ჯარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასტან დაკავშირებით საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა ვლადიმირ პადრინომ მიიღო. მედიის ცნობით, ნიკოლას მადურო დახმარებას რუსეთოსგან ელოდება. სამხედროებმა მიიღეს დავალება, რომ ქვეყნის "ტერიტორიული მთლიანობა" დაიცვან. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აღიარებს, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს მოუწოდა, რომ აშშ-დან ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანას ხელი არ შეუშალოს. ტვირთი მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს მოიცავს. ამასთან, გუაიდომ სამხედროებისაც მოწოდება კონსტიტუციის მხარეს დადგნენ და ტვირთის შემოტანას ხელი არ შეუშალონ. თავის მხრივ ნიკოლას მადუროს განცხადებით, ის აშშ-დან გამოგზავნილი ტვირთის შემოშვლას არ დაუშვებს, რადგან შესაძლოა ვაშინგტონმა ვენესუელაში საკუთარი სამხედროები განათავსოს. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის გარდა, ჩინეთიდან, თურქეთიდან და გაერო-დან ელოდება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)