|
2019-02-15 15:53:20, 4441 ნახვა
მსოფლიო
„თიბისი ბანკზე“ საერთაშორისო მედია წერს
"თიბისი ბანკის" ირგვლი განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" აქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მისცა, რათა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ. Reuters-ი იტყობინება, რომ საქმე ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც 2008-2009 წლებში შესრულდა და ქვეყნის მთავარი პროკურატურა ხსენებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. მოვლენებს ყურადღებას კიდევ ერთი ანალიტიკური გამოცემა Morning Star აქცევს. "სებ-მა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვადა მისცა, რათა მან თანამდებობები დატოვონ. ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადებები თავად "თიბისი ბანკმა" და მამუკა ხაზარაძემაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ პოზიციების დასაცავად დავას სასამართლოში გააგრძელებენ", - წერს გამოცემა. გარდა ამისა, Morning Star იმაზეც ამახვილებს, ყურადღებას, რომ ბანკის აქციების ფასმა ბირჟაზე იკლო.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)