19:24 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 12:31:59, 644 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემა დაინერგება

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით, აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემის დანერგვა იწყება.

პროექტი მიზნად ისახავს 0-დან 6 წლამდე ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში შექმნილი, ბავშვის განვითარების ელექტრონული მოდული უზრუნველყოფს პჯდ გუნდის ინფორმირებულობას მის უბანზე ახალშობილის შემოსვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შექმნის ექიმისა და ექთნის პრო-აქტიული მოქმედების საფუძველს.

იუნისეფმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძენა 107 ერთეული პლანშეტი, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადმოეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ყველა პჯდ ბრიგადისათვის გადაცემის მიზნით. საპილოტე რაიონების სოფლების პჯდ პროფესიონალები გაივლიან დამატებით გადამზადებას ბავშვთა განვითარების საკითხებზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics