19:25 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 15:15:23, 685 ნახვა

რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არიან 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა. ისინი გალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ისინი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

უწყების ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics