|
2019-02-06 17:20:43, 3821 ნახვა
მსოფლიო
როპის პაპი: მღვდლები და ეპისკოპოსები მონაზვნებს სექსუალურად ავიწროებდნენ
რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სასულიერო პირები მონაზვნებს სექსუალურად ავიწროებდნენ და ეს დღემდე პრობლემად რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გარდა ამისა, რომის პაპის თქმით, არის ერთი შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირები მონაზვნებს სექსუალურ მონობაშიც ამყოფებდნენ. ფრანცეს განცხადებით, ამ შემთხვევაში, მისი წინამორბედი, პაპუ ბენედიქტი იძულებული გახდა მონაზონთა კონგრეგაცია დაეხურა. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაპმა ფრანცისკემ მონაზვნების სექსუალური შევიწროება აღიარა. პანტიფიკოსის თქმით, მსგავსი შემთხვევები ახლაც არსებობს და ეკლესია ცდილობს ეს საკითხი მოაგვაროს. "პაპ ბენედიქტს ეყო გამბედაობა დაეხურა ქალების კონგრეგაციები, იმ მონობის გამო, რომელშიც ქალები იყვნენ, მათ შორის სექუალური მონობის. ვფიქრობ, ახლაც ასე ხდება, რადგან გაცნობიერება პრობლემას არ აგვარებს", - განაცხადა ფრანცისკემ. მოგვიანებით, ვატიკანის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ის შემთხვევა, რომელზეც როპის პაპი საუბრობდა საფრანგეთის ერთ-ერთ კონგრეგაციაში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)