|
2019-01-31 11:25:33, 2545 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის წარმომადგენელი: დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა. ამის შესახებ სანდერსმა ქრისტიანული მაუწყებლობის კავშირისთვის - CBN-სთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „სხვადასხვა დროს ღმერთი მოგვიწოდებს, სხვადასხვა როლი შევასრულოთ. ვფიქრობ, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო”, - განაცხადა სარა სანდერსმა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სირიაზეც ისაუბრა. „პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს, მხარს ვუჭერთ ქურთებს. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ ვერ ხვდებიან ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიზანს”, - ამბობს სარა სანდერსი. გარდა ამისა, სანდერსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ამორალურია და აღნიშნა, რომ „სასაცილოა იმის თქმა, რომ შენი ხალხის დაცვის იდეა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობაა, ამორალურია“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)