|
2019-01-29 13:28:51, 2583 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლას მადურო დონალდ ტრამპს: ნუ ერევი ჩვენს საქმეებში, ხელები შორს ვენესუელასგან!
ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს მოუწოდა, ვენესუელას თავი დაანებოს, - ამის შესახებ Korrrespondent.net იუწყება. მადურომ პირობა დადო, რომ ნავთობის კომპანიას - PDVSA-ს, რომლის აქციებს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ყადაღა დაედება, დაეხმარება. "ტრამპო...გადატრიალება ვენესუელაში? არა, არ გამოვა! ვენესუელას საქმეებში ნუ ერევი, ხელები შორს ვენესუელასგან! დაუყოვნებლივ! პასუხისმგებელი ხარ ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც ვენესუელაში შეიძლება მოხდეს. სისხლი, რომელიც შეიძლება ვენესუელაში დაიღვაროს თქვენზე იქნება. ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები არაკანონიერია. ყველა ხერხს ვიყენებთ რათა კომპანიას დავეხმაროთ, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო ამერიკისგან", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლის დროს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)