16:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 14:58:24, 1070 ნახვა

საზოგადოება
მასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მამიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, მამასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს განათლების ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. მანვე დასძინა, რომ მასწავლებლები ბიუროკრატიისგან გათავისუფლდებიან.

„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“ - განაცხადა ბატიაშვილმა. 

როგორც მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სქემაში ცვლილება განპირობებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად, რადგან პედგაგოგისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეებზე ორიენტირება, ახალი მიდგომების დანერგვა, რასაც სწორედ ეს ცვლილება ემსახურება. 

მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics