|
2026-06-30 14:40:31, 1747 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
უკრაინის სამხედრო ძალებმა მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. მისივე თქმით, თავდასხმა განხორციელდა ობიექტზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი დაზვერვისა და უკრაინაში რუსეთის ძალების საქმიანობის კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა. „დღეს ჩვენმა გრძელვადიანმა სანქციებმა კვლავ მიაღწია მოსკოვის ოლქში დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს. ეს არის სპეციალური სატელიტური კომუნიკაციის ობიექტი, რომელიც გამოიყენება, კერძოდ, დაზვერვისთვის და უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტის საქმიანობის კოორდინაციისთვის. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან ამ ობიექტამდე 500 კილომეტრზე მეტია. ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე მიაღწიეს ოთხ ასეთ რუსულ ცენტრს არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვლადიმირის ოლქშიც. ეტაპობრივად ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი სანქციების გეგმას და მაქსიმალურად ვურთულებთ აგრესორს ჩვენ წინააღმდეგ ოპერაციებს და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. შესაბამისი ქმედებები ასევე მზადდება სხვა მსგავსი ობიექტების წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის. დიდება უკრაინას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)