|
2018-12-18 09:01:34, 2000 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ტურიზმის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ტურიზმი იქნებოდა ძალიან ძლიერი სექტორი და მისი განვითარება მოხდებოდა სწრაფად, თუმცა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - Welcome to Georgia 2018-ის დაჯილდოებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „2018 წელს ჩვენ გვეყოლება 8,5 მილიონამდე ვიზიტორი, რაც რეკორდული ციფრია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას 2-ჯერ აღემატება. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც - უკვე უნდა დავიწყოთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ტურისტების მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, რაც არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ტურიზმის ასეთი სტატისტიკა არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ. თუ დღეს არ ჩავდეთ ძალიან დიდი ძალისხმევა ტურიზმის ხარისხში - ინფრასტურუქტურაში, მომსახურებაში, სასტუმროებში, ავტოსტრანსპორტში, რამდენიმე წელიწადში ასეთი კარგი შედეგები შეიძლება აღარ გვქონდეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანია საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს შორის საუკეთესოების შერჩევა და მათი წახალისება. როგორც Welcome to Georgia-ს დამფუძნებლები აცხადებენ, პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. Welcome to Georgia 2018-ის ფარგლებში დაჯილდოების 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამარჯვებულები ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტ წარმომადგენელს შორის გამოვლინდებიან. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლიბის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, ხოლო, პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო," რომელიც ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. წლევანდელ ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ჯიემთი ჯგუფის" პრეზიდენტს, გიორგი თავაძეს გადასცა. 2018 წლის დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის არიან პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და „საპარტნიორო ფონდი", პროექტის თანაორგანიზატორია „საქართველოს ბანკი". დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველოა".
(NS)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)