|
2018-12-14 12:40:40, 3620 ნახვა
მსოფლიო
ჯონ ბოლტონი: ტრამპის და პუტინის შეხვედრა უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამდე არ შედგება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება მანამ, სანამ ოფიციალური მოსკოვი უკრაინულ გემებსა და მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განუცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „ვიდრე უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი დაკავებულია, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ცნობისთვის, მომხდარი ინციდენტის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა, რომელიც არგენტინაში G20 სამიტის დროს იყო დაგეგმილი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)