|
2018-12-14 10:09:31, 1491 ნახვა
ეკონომიკა
ლაპის ლაზულის მარშრუტით საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება
საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება. ლაპის ლაზულის მარშრუტით, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გავლით ევროპაში სატრანზიტო მოძრაობას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში სატესტო სატრანზიტო გადაზიდვა განხორციელდება. პირველი საპილოტე გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებითაა დაგეგმილი. აღნიშნულ ტრანზიტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს ავღანეთის ქალაქ ჰერათში სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლები. შეხვედრა 6 -7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაზე „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს აღნიშნული მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების საკითხები. აღსანიშნავია, რომ ლაპის ლაზულის მარშრუტის განვითარებას ითვალისწინებს შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი 2017 წლის 15 ნოემბერს ქ. აშხაბადში (თურქმენეთი) მოეწერა ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში. შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს. იგი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტვირთისა და მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის. კერძოდ, შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას. შეთანხმების თანახმად გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე. შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)