23:03 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 14:25:00, 1851 ნახვა

ეკონომიკა
ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

·         მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

·         დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

·         უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი" მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

·         სს „საქართველოს ბანკი"

·         სს „თიბისი ბანკი"

·         სს „ლიბერთი ბანკი"

·         სს „სილქ როუდ ბანკი"

·         სს „ხალიკ ბანკი საქართველო"

·         სს „იშბანკი საქართველო"

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics