|
2018-12-10 18:14:14, 1292 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანის თქმით, რამდენიმე ქვეყანამ ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრება უკვე დაადასტურა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრეთა მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსაწვევები გააგზავნეს ყველა იმ ქვეყააში, ვისთანაც საქართველოს აქვს ურთიერთობა. ამასთან, დღეის მონაცემებით, სომხეთის პრეზიდენტს აქვს დადასტურება გამოგზავნილი, რომ ინაუგურაციას დაესწრება. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრებასთან დაკავშირებით მოსაწვევები მყისიერად გააგზავნა ყველა იმ ქვეყანაში, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ასევე, იმ საელჩოებში, რომლებიც აკრედიტებული არიან საქართველოში, ამასთან, გაიგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პროცესი დასრულებული არ არის. ყველა ინდივიდუალურად განიხილავს და შემდგომ გვაცნობებს ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ, როგორც ზეპირ, ისე წერილობით დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს დასტური სომხეთის პრეზიდენტისგან. ასევე, გვეყოლება დელეგაცია ჩეხეთიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს სენატის თავმჯდომარე, სერბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, გვეყოლება ასევე ლიტვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით. რუმინეთის დელეგაციას რუმინეთის ვიცე-პრემიერი უხელმძღვანელებს. გვეყოლება მოლდოვის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი. თურქმენეთის დელეგაციას ვაჭრობის მინისტრი უხელმძღვანელებს. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საუდის არაბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. გვაქვს დადასტურება პოლონეთიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის დონეზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურით იქნება წარმოდგენილი. ასევე იქნება დელეგაცია აზერბაიჯანიდან. ყოველწუთიერად შემოდის ეს ინფორმაცია და ეს არ არის სრულყოფილი სია, ჩვენ კვირის ბოლომდე კიდევ დამატებით გვექნება დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია და ყველა ამ ინფორმაციას ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)