|
2018-12-10 15:39:50, 1131 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის „ჩემი ნაბიჯი" გამარჯვება მიულოცა და მას სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში შთამბეჭდავი ნაბიჯი უწოდა. როგორც სატელეფონო საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები დადებითად აისახება სომხეთის მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ნიკოლ ფაშინიანს იმ რეფორმების გზაზე, რომელიც სომხეთში იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო - სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ სომხეთი დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნისა და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერას.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)