|
2018-12-10 15:12:19, 4241 ნახვა
ეკონომიკა
ვებგვერდი www.vali.ge, რომელიც სესხების განულებასთან დაკავშირებით შეიქმნა, დღეს ამოქმედდება
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის" „თი-ბი-სი ბანკის" და „ლიბერთი ბანკის" მომხმარებლები. „ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარებს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ" აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ბაზზები ყოველდღიურად განახლდება. „ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. „საქართველოს მთავრობის ძალისხმევით საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები. ამ წესების დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ. გადასადგმელი გვაქვს ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის წინ- ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, საუბარია თითქმის 600 000 ადამიანზე, შეძლებს, 2019 წელს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ შავ სიაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც აღნიშნული მიზნის მიღწევაზეა აგებული. „როდესაც ვსაუბრობთ მსგავს ინიციატივებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ზოგადად, რა უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობასაც გვმართებს მეტი აქტიურობა. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ერისთვის იქნას დაძლეული. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ინიციატივები აგებულია სწორედ იმაზე, რომ ამ მიზანს ჩვენ ერთობლივად მივაღწიოთ. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ვალის ტვირთს ჩვენს მოქალაქეებს და საშუალებას მისცემს, კვლავ ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)