|
2018-12-06 17:09:01, 2110 ნახვა
სამხედრო
იზორია: მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ფარგლებში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ
„ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ“ - ამის შესახებ ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს ეხება. თავდაცვის მინისტრის თქმით, ხვალ საფრანგეთში ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთში 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას მოეწერება. „რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოს განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ და ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ პასუხისმგებლობის მომავალშიც. წელს ჩვენ ავღანეთში მონაწილეობას 870 სამხედრო მოსამსახურით ვაგრძელებთ. ხვალ, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვიქნებით ხელი მოეწერება ჩვენი იქ 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას. ასევე ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში ერთი ოცეულით ვართ წარმოდგენილი. მალიში ვართ ერთი ოფიცრის სახით და ბოლოს, ჩვენ ასევე ავღნიშნეთ ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი ასეულების მონაწილეობა. წელს 2-3 კვირის წინ გვქონდა შესაძლებლობა ჩარლი ასეულის ალფა ასეულით ჩაანაცვლება ერთად გვეზეიმა. ორწლიანი მომზადების შემდეგ, მათ ნატოს სერტიფიქატები მიიღეს და მომავალი წლის იანვრიდან მზად არიან შეუდგნენ საბრძოლო მორიგეობას. საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის ფარგლებში, ყოველთვის იყვნენ მზად თავიანი მისიის შესრულებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინსიტრმა ლევან იზორიამ.
(NS)
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)