|
2018-12-06 13:55:33, 2792 ნახვა
მსოფლიო
CNN: აშშ შავ ზღვაში გემების გაგზავნას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში გემების გაგზავნას აპირებს, - ამის შესახებ CNN სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება თურქეთის ხელისუფლებას. მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმა განახორციელა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)