|
2018-12-05 15:41:48, 1604 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭო შექმნეს - ისინი 3 მოთხოვნას აყენებენ
ოპოზიციური სპექტრი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ერთიანდება. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ კონსულტაციებზე, ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. "აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს სამ მოთხოვნას - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კომისიების, დაწყებული საარჩევნო კომისიიდან, საუბნო კომისიამდე, მათი დაკომპლექტების წესების ძირეული ფუნდამენტალური, სამართლიანობისკენ მიმავალი ცვლა და მესამე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იმიტომ, რომ ამ პირობებში, საქართველო ვერც პოლიტიკურად იარსებებს, ვერც ეკონომიურად იარსებებს. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში ემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში", - განაცხადა ვაშაძემ. კონსულტაციებში მონაწილეობას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანიც იღებდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)