|
2018-12-05 11:45:30, 1294 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი: საპრეზიდენტო არჩევნებმა დაუბრკოლებლად ჩაიარა, თუმცა დარღვევებით შეშფოთებული ვართ
ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. „აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომლებიც ამ არჩევნების დროს ვიხილეთ, თუმცა ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორც აღასრულებენ ქართველები ახალ კონსტიტუციას. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)