|
2018-12-04 15:01:53, 1334 ნახვა
პოლიტიკა
„ვის შეუძლია 5 ადამიანით რევოლუციის მოწყობა“ - რადას დეპუტატი რუსულ პროკოკაციაზე საუბრობს
„უბრალოდ მინდა, რომ ქართველები დაფიქრდნენ, ვის შეუძლია ან როგორ 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც ჩაუდეს რევოლუციის მოწყობა?!“ - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განაცხადა. სემენჩენკომ პროცესის დასრულების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს. „რუსული პროპაგნდა ყველგან რუსულია, საქართველოშიც, უკრაინაშიც, ყველგან აქვს მეტასტაზები. უბრალოდ მინდა, რომ ქართველები დაფიქრდნენ, ვის შეუძლია ან როგორ 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც ჩაუდეს რევოლუციის მოწყობა რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში. ეს ყველაფერი რუსულ პროპაგანდას ჰგავს. ეს ხალხი ცამოვიდა საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქეები, მე ჩამოვედი, როგორც დამკვირვებელი. იარაღი ჩადება და ზღაპრების მოყოლა, თითქოს თვითმფრინავით ჩამოსული ხალხი რაღაცას გეგმავდა ძალიან ცუდია. ასეთი რამ უკრაინაშიც არ მომხდარა. მე არასდროს ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს ის ოლიგარქიული წყობა, რომელიც უკრაინაშია, რასაც აქ, საქართველოში ვხედავ. თუ გამოჩდება, რომ ეს არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, ძალიან გამიხარდება. რადგან დავრწმუნდები, რომ საქართველოში არაა რუსეთისა და ФСБ-ს მეტასტაზები. მე მსურს ამ ბიჭების დახმარება. მსურს ისინი გაათავისუფლონ“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)