22:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 13:05:14, 1244 ნახვა

პოლიტიკა
ახალი რეგლამენტით მთავრობის საპარლამენტო კონტროლი იზრდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ახალი რეგლამენტის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

ახალი რეგლამენტის თანახმად, მთავრობის საპარლამენტო კონტროლი იზრდება. კერძოდ, პარლამენტი ვალდებულია მთავრობის საქმიანობა გააკონტროლოს და მისგან გარდა ყოველწლიური ანგარიშისა, შეუსრულებელი საქმეების შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს. 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, პარლამენტს რეგულარულად ექნება მთავრობის წევრების მოსმენები არამხოლოდ კომიტეტებში, არამედ პლენარულ სხდომებზეც.

"ფაქტობრივად ჩვენ არ გვექნება არცერთი სასესიო კვირა, როდესაც მთავრობის წევრები არ იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტის სხდომაზე და შესაბამისად არ იქნება არცერთი სასესიო კვირა, როდესაც ჩვენი საზოგადოება პარლამენტისგან არ ნახავს არამხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესს, ასევე ნახავს და მოისმენს მთავრობის წევრების მხრიდან მათი საქმიანობის ანგარიშს და დეპუტატების კითხვებზე პასუხებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გარდა ამისა,  ახალი რეგლამენტის პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის საქმიანობის ადგილი თბილისია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics